ეკა გიგაური - ,,წყაროს დასახელება არც გვევალება და არც ვაპირებთ''

12:44 11-21-2018
449

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორი ეკა გიგაური, პროკურატურაში დაიბარეს. მისი თქმით, მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად და მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებმა უნდა მოიპოვონ.

როგორც, გიგაურმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა გამოკითხვაზე, რომელიც მთავარ პროკურატურაში ამ წუთებში მიმდინარეობს, წყაროს დასახელებას არ აპირებს.

"ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ზუსტად განსაზღვრონ ის უფლებები და მოვალეობები, რომელიც გვაქვს ჩვენ და რომელიც გააჩნია საგამოძიებო ორგანოს. მტკიცებულებები უნდა მოიპოვონ საგამოძიებო ორგანოებმა. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ ინფორმაციაზე - როდის, რა პირობებში, რა შეხვედრები იყო, ვინ მონაწილეობდა ამ შეხვედრებში დ ა.შ. დანარჩენი უკვე საგამოძიებო ორგანოებზეა დამოკიდებული, რომ გამოიძიონ.

„წყაროს დასახელება არც გვევალება და არც ვაპირებთ. ჩვენ ვართ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ვიცავთ ადამიანის უფლებებს. შესაბამისად, როდესაც მამხილებელი მოდის ჩვენთან და გვიყვება კონკრეტულ ინფორმაციას, მისი გამჟღავნება არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში, არავინ არაფერ ზე ჩვენთან არ მოვა და ასეთ ინფორმაციას არ მოგვაწვდის", - განაცხადა გიგაურმა.