დუბაიში, 87-ე სესიის კენჭისყრის შედეგად, ინტერპოლის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

13:52 11-21-2018
331

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მთავრობამ, მხარი დაუჭირა, სამხრეთ კორეის წარმომადგენლის, კიმ ჩონ იანის კანდიდატურას, ინტერპოლის პრეზიდენტად დანიშვნის შესახებ. 

bbc-ის წყაროს ინფორმაციით, დუბაიში გამართული, გენერალური ასამბლეის ორგანიზაციის, 87-ე სესიის კენჭისყვრის შედეგად, ინტერპოლის ახალი პრეზიდენტი, სამხრეთ კორეის წარმომადგენელი, კიმ ჩონ იანი აირჩიეს.

ინფორმაცია, საერთაშორისო ორგანიზაციამ, Twitter -ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ამ პოსტზე, ფავორიტად, რუსეთის შს სამინისტროს გენერალ-მაიორი, ალექსანდრე პროკოპჩუკი სახელდებოდა.

იხ. ფოტოები: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე