"ოლგა და პიკასო" - გამოფენა, რომელიც პიკასოს პირველ მეუღლეს, რუს ბალერინას მიეძღვნა

15:28 11-21-2018
217

მოსკოვში, პუშკინის სახელობის მუზეუმში, იტალიელი მხატვრის, პაოლო პიკასოს გამოფენა გაიხსნა, რომელიც მის რუსი ეროვნების მეუღლეს, ოლგა ხოხლოვას  მიეძღვნა. ოლგა, პიკასოს პირველი ცოლი იყო. 

bbc-ის ინფორმაციით, გამოფენის პრემიერა, 2017 წელს პარიზში, პიკასოს სახელობის ნაციონალურ მუზეუმში გაიმართა, რომელიც მხატვრის და მისი პირველი მეუღლის, რუსი ბალერინას შეხვედრის, 100 წლისთავს მიეძღვნა. პარიზში გამოფენა შედგა, სახელწოდებით - ოლგა და პიკასო. 

იმპრესიონისტული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების აუქციონის, Christie's-ის სახლის გაყიდვების მთავარი მენეჯერი, აცხადებს რომ პიკასოს, მის საყვარელ ადამიანებთან და მუზებთან, ორმხრივი სიყვარული და ურთიერთობა ჰქონდა, რაც ყველა მხატვარს არ გააჩნია. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ბალერინა, ოლგა ხოხლოვი, მხატვრის მეორე მუზა და პირველი ცოლი იყო. მისი პორტრეტები, პიკასოს ნამუშევრებში, ყველაზე ნაკლებ ფასში გაიყიდა. მაგალითად, ქალი დივანზე(1917-20) 2017 წელს აუქციონზე, 30,4 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო ოლგას და მისი ვაჟის პორტრეტი - დედა და შვილი(1921), 1989 წელს - 18,7 მილიონ დოლარად.

1927 წელს, პიკასო და ხოხლოვი, ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ, მხატვარი, 19 წლის მარია-ტერეზა ვალტერს შეხვდა, რომელიც მალე, მხატვრის შეყვარებული და მისი ერთ-ერთი მუზა გახდა.

2011 წელს, ნიუ-იორკში მასშტაბური გამოფენა - პიკასო და მარია-ტერეზა: შეშლილი სიყვარული გაიმართა, რომელიც ვალტერს მიეძღვნა. მარიას პორტრეტი (1932), 1997 წელს, აუქციონზე 48,4 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო 2013 წელს, პორტრეტი მეორედ, 155 მილიონ დოლარად გაყიდეს.

იხ. ფოტოკოლაჟი:

       

 

ავტორი: რუსა ღვანიძე