ცნობილ ვარსკვლავი, რობერტ დე ნირო, 20 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, მეუღლეს, გრეის ჰაიტაუერს შორდება. 75 წლის მსახიობი, რამდენიმე თვეა, საკუთარ სახლში აღარ ცხოვრობს და წვეულებებზე და წითელ ხალიჩაზე, მეუღლის გარეშე ჩნდება.
hellomagazine-ს ინფორმაციით, განქორწინების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. წყვილს, ორი შვილი ჰყავს - 20 წლის ვაჟი, ელიოტი და 7 წლის ქალიშვილი, ჰელენი, რომელიც სუროგატი დედისგან გააჩინეს.
პირველად, გრეისი და რობერტი ერთმანეთს, 1999 წელს დაშორდნენ - ისინი უკვე აპირებდნენ, სასამართლოში განცხადების შეტანას, როცა წყვილმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ჯვარი დაიწერა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის მსახიობი,რობერტ დე ნირო, ექვსი შვილის მამაა. უფროსი ქალიშვილი დრენა, შვილად ჰყავს აყვანილი, პირველ ცოლთან, მსახიობ დაიენ ებოტთან ქორწინების დროს.
იხ. ფოტოები: