„კონკრეტულ მტკიცებულებებს ვერ წარვადგენდით.." - ეკა გიგაური არჩევნების გაყალბების შესაძლო სქემაზე

16:54 11-21-2018
83

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, კანონით წყაროს დასახელება არც ევალებათ და არც აპირებენ, რადგან ორგანიზაციები იცავენ ადამიანის უფლებებს.

ამის შესახებ ეკა გიგაურმა მთავარ პროკურატურაში ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ განაცხადა. 

„კონკრეტულ მტკიცებულებებს ვერ წარვადგენდით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო. ძალიან ვთხოვ ყველას, ზუსტად განსაზღვრონ უფლებები და ის მოვალეობები, რომელიც გვაქვს ჩვენ და რომელიც აქვს საგამოძიებო ორგანოებს. რა ტიპის პირადობის მოწმობებზეა საუბარი, არის თუ არა ეს ყველაფერი მასობრივი ხასიათის, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გავივრცელებია  და შესაბამისად, არ ვიცით”, -განაცხადა ეკა გიგაურმა.