აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დღეს, მადლიერების დღის აღსანიშნავად, ინდაურები შეიწყალა.
შეერთებული შტატების დედაქალაქში, ფრინველები, სამხრეთ დაკოტიდან ჩამოიყვანეს. ცერემონია, ტრადიციულად თეთრი სახლის, ვარდების ბაღში გაიმართა.
ცერემონიის დაწყებამდე ინდაურებთან, დონალ ტრამპის შვილიშვილებმა ითამაშეს. შეწყალებული ფრინველები, ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ ფერმაში, სიცოცხლის ბოლომდე დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ ინდაურის შეწყალების ტრადიცია, 1947 წელს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გარი ტრუმანმა დააწესა.
იხ. ვიდეორგოლი: