რა ეტაპზეა გორის პარკში 14 წლის წინ გაუჩნარებული 11 წლის მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები? - კახა საბანაძის კომენტარი

17:23 11-21-2018
80

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის თქმით, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოებათან დაკავშირებით, ამ ეტაპზე გორის ცენტრალური პარკიდან აღებული მასალის შესწავლა მიმდინარეობს.

„2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე. მან მოგვცა დამატებითი ჩვენება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერებულ იქნა მითითებული ადგილი. აღებულ იქნა დოკუმენტური მასალა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს“ - განაცხდა საბანაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა დრო დასჭირდება დოკუმენტური მასალის შესწავლას.

შეგახსენებთ, რომ 2004 წეკლს გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გორის ცენტრალურ პარკში 16 ნოემბერს დაიწყო.

 

მალხაზ მიქელაძე