საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ჰოლანდიის საელჩოები დააკვირდებიან - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზიმ ტვიტერის გვერდზე დაწერა.
„დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და ჰოლანდიის საელჩოები დააკვირდებიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს. საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს რეპუტაცია, მისი ყველაზე ღირებული მონაპოვარია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გაუფრთხილდნენ ამას.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ რეპუტაციის დაზიანებით დამდგარი შედეგების დათვლა რთული იქნება,”- წერს ელჩი.