გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად წირვა-ლოცვას აღავლენენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ლოცვა 17:00 საათზე, ხოლო წირვა, – 10:00 საათზე დაიწყება.
წირვაზე ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი და მადლის ქვა. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 14 წლის წინ გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნა.