გრიპის ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში

12:07 11-22-2018
168

დღეს, 11:00 – 18:00 საათამდე, ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია.

ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია ქ.თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება.

იხ. მისამართები:

ქ. თბილისი - სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობა (მის: მ.ასათიანის ქ.N9) 

ქ.ბათუმი -  ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკები, კერძოდ:

შპს "საოჯახო მედიცინის ცენტრი" (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30) 

შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" (მის: ტბელ აბუსერიძის  ქ.N2) 

შპს "თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი" (მის: ტბეთის ქ.N 4) 

"ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3) 

"მე -4 პოლიკლინიკა" (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2) 

"მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი" (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17) 

ქ.ქუთაისი -  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორია (მის: ოცხელის ქ.N2) 

ავტორი: