ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კონკრეტულად დაადგინა- ეს იყო ფეიკ ნიუსი, რომელიც გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მან ასევე ვრცლად ისაუბრა, თუ როგორაა გაწერილი მკურნალობის ეტაპები მათ პროგრამაში.
დადგინდა, რომ ჩემი სახელით გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია ონკო პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენი პროგრამა შედგენა სამი კომპონენტისგან, ესაა: ზრდა, დაფინანსების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. სიმსივნური და ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში და თითოეული პაციენტი, ვისაც დღეს აქვს ეს პრობლემა, ექნება გაცილებით მეტი ყურადღება, ვიდრე არის დღეს.
მათ შორის საერთაშორისო პრაკტიკების ჩამოტანა ქვეყანაში, მეორე, პრევენციაზე გაცილებით მეტის დახარჯვა, არა 15 წერტილი, რომელიც დღეს საქართველოშია, არამედ ყველა რაიონში უნდა იყოს. სკრინინგის პროგრამა- რომელიც დაადგენს წინასწარ ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველაფერს და მესამე, ყველაზე მთავარი- საქართველოში დაავადებულთა შორის მეორე ადგილზე არის ონკოლოგიური დაავადებები. არ შეიძლება არეული, გაუგებარი მექანიზმი არსებობდეს ამ დაავადების აღმოფხვრის და მის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეყანაში- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს და ბოდიშს უხდის ყველას, ვისაც ამან ყველაფერმა ზიანი მიაყენა.
რაც შეეხება იმ ფრაზებს, რომელიც მოგლიჯა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მიაბა-მოაბა, მე ვუხდი ბოდიშს ონკოლოგიურ პაციენტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის და ნებისმიერი ადამიანის სახელით, თუ ვინმემ ამ ფეიკ ნიუსიდან გამომდინარე, თავი ცუდად იგრძნო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კონკრეტულად დაადგინა- ეს იყო ფეიკ ნიუსი, რომელიც გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. უნდა მოსულიყვნენ თქვენი იურისტები და არც კი მოვიდნენ. იცოდნენ, ყალბი ინფორმაცია რომ იყო.
ჩემი ციტატა არ იყო იქ, იქ იყო ჩემი ციტატა გაგლეჯილი შუაზე. რომელიც დაადგინა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და პასუხი გაგცათ. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ყველა ადამიანის ჯიბიდან ფინანსდება, ასეთ ფეიკ ნიუსებს არ უნდა ავრცელებდეს. სამარცხვინოა, როცა ამაზე მიწევს თავის მართლება. ეს ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არია, თქვენ თუ ბოდიშს არ იხდით, მე ვარ მზად ბოდიში მოვიხადო. თქვენი ამ მანიპულაციის შედეგად, ბევრმა ადამიანმა ძალიან ცუდად იგრძნო თავი.
ფრთხილად უნდა ვიყოთ, არჩევნები არჩევნებია, მაგრამ არსებობს ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტი. არსებობს ადამიანები,რომლებზეც ჩვენი დაწერილი ზეგავლენას ახდენს. ის რაც გააკეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მეც მძიმე მდგომარეობაში ჩამაყენა. ბევრმა ადამიანმა მე და ჩემს ოჯახის წევრებს პირადად მოგვწერეს, - განმარტა ვაშაძემ.
რამდენიმე დღის წინ გიორგი ვაშაძემ პირველი არხის ეთერში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ პროგრამის მთავარი ხარვეზი ის არის, რომ ფინანსები არ იხარჯება დაავადებების პრევენციაზე, არამედ – მომაკვდავი ადამიანის მკურნალობაზე.