ძლიერმა შტორმმა და 6 მეტრი სიმაღლის ტალღებმა სასტუმროს აივნები ჩამოანგრია (ვიდეორგოლი)

12:35 11-22-2018
1387

კანარის კუნძულების სანაპირო ზოლში, კერძოდ ტენერიფეში, ძლიერი შტორმი აღინიშნებოდა. 

bbc-ის ინფორმაციით, 6 მეტრი სიმაღლის გიგანტურმა ტალღებმა, რამდენიმე რესტორანი და სასტუმრო დააზიანა. ჩამოინგრა, ერთ-ერთი სასტუმროს, 3-4 სართულის აივნები. 

წინასწარი მონაცემებით, 40 ადამიანია ევაკუირებული. სტიქიამ, მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. 

იხ. ვიდეორგოლი: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე