"ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, შოკში ჩავარდნენ ევროპელი პარლამენტარები"- ვაშაძე ჭარბვალიანობის შესახებ ინიციატივაზე

12:56 11-22-2018
119

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპარლამენტარებმა ჭარბვალიანობის აღმოფხვრის მიზნით, გაცხადებული ინიციატივის შესახებ ძალიან საგანგაშო განცხადებები გააკეთეს.

„ასეთი განცხადებები ევროპარლამენტარებს საქართველოსთან მიმართებაში არასდროს გაუკეთებიათ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას - დაანებეთ თავი ამ სისულელეებს. რუმინელი კომუნისტის განცხადება მოგწონდათ და ევროპელი ლიდერების განცხადებები არ მოგწონთ? არ გრცხვენიათ? შეადარეთ ერთმანეთს. პრორუსი ლატვიელის განცხადება, რომელიც ყირიმის ანექსიას აღიარებს, კარგი იყო და ევროპელი პარლამენტარების განცხადებები, რომლებსაც მთელი ევროპა უსმენს, ჩვენს მიერ არის დაგეგმილი?

თუ ვინმეს ეგონა, რომ ეს ტყუილით მასობრივი მო​სყიდვის ფაქტი დარჩებოდა რეაგირების გარეშე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ძალიან ცდება. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა. შოკში ჩავარდნენ ევროპელი პარლამენტარები. ისინიც პოლიტიკაში არიან, ისინიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. კარგად იციან, რა არის საარჩევნო სტანდარტი. უნდა მოვუსმინოთ ამ ხალხს, სანამ დროა არ დავკარგოთ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან,- განაცხადა ვაშაძემ.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე