მისიონერი, რომელიც ქრისტიანობას ქადაგებდა, ველურმა აბორიგენებმა, მშვილდ-ისრით მოკლეს

13:24 11-22-2018
817

ანდამანიის ერთ-ერთი კუნძულის მცხოვრებლებმა, ბენგალის ყურეში ამერიკელი მოკლეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილი მამაკაცი - 27 წლის ჯონ ალენ ჩო, მისიონერი იყო და ქრისტიანობას ქადაგებდა.

მეთევზები, რომელებმაც მამაკაცი, ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულებზე მიიყვანეს, აცხადებენ, რომ ადგილობრივმა აბორიგენებმა ის, მშვილდ-ისრების გამოყენებით მოკლეს და ცხედარი სანაპიროზე დატოვეს.

მოკლული ამერიკელის გადმოსვენება, არც ისე ადვილი აღმოჩნდა, რადგან კუნძულის მკვიდრნი, გარე სამყაროსთან კონტაქტში არ შედიან და უკიდურესად აგრესიულები ხდებიან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ.  

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულები, ინდოეთის მიერ, ფორმალურად იმართება. მაგრამ ამ ქვეყნის ხელისუფლება, სენტინელების ცხოვრებაში არ ერევა.

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე