გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი-2" -ზე გავრცელებული ინფორმაცია სწორი არ არის - თამაზ ელიზბარაშვილი

14:33 11-22-2018
4124

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ინფორმაცია, რომელიც მასზე "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სიმართლე არ არის.

"გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი-2" ზე, "კვირის აქცენტებში" ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლე არ არის. 

მე არავის დაუბარებივარ რაიმე თანხის ან კრედიტის აღების მიზნით და არც ასეთ ინფორმაციას ვფლობ", - წერს ელიზბარაშვილი.