როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს ტერიტორიაზე 22-დან 25 ნოემბერამდე

14:57 11-22-2018
1003

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

"22 ნოემბერს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. 

23 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, დღისით იქროლებს, დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი. 

24 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა, 2 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ზოგგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო ტემპერატურა, +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.

25-26 ნოემბერს, მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად, უნალექო ამინდი. 

ავტორი: რუსა ღვანიძე