"3 ჭრილობა აქვს. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია..." - ნიკა მელიას თქმით, მათი შტაბის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ

15:54 11-22-2018
65
თეგები: ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ონში, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელს ნოდარ ბურდულაძეს თავს "ქართული ოცნების" აქტივისტები დაესხნენ.

ამის შესახებ ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

"გუშინ, ღამის 12-ის ნახევარზე ონში, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე იმყოფებოდა საკუთრ საცხოვრებელ სახლში, როდესაც მასთან სახლში მივიდნენ ქართულ ცნების ორი აქტივისტი კახა ისაჯაძე და გია მეტრეველი. მიაყენეს სიტყვიერი შეურახყოფა, რაზედაც ბუნებრივია ჰქონდა შესაბამისი რეაქცია და ამ ორმა კრიმინალმა ატივისტმა უმძიმესი ჭრილობები მაიყენეს ცივი იარაღით მუცლის არეში. 3 ჭრილობა აქვს. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დაზიანებული აქვს კუჭი და ელენთა და ებრძვის სიკვდილს. ამის შემდეგ, რაც სიკვდილისთვის გაიმეტეს, ვერ მოხერხდა საპატურლო პოლციიის გამოძახება, იძულებული გახდა ბურდილაძე საკუთარი ავტომობილით გადაადგილებულიყო საავადმყოფოში, გზაში დაკარგა გონება და შეეჯახა ბეტონის ჯებირებს. დაალხოებით, 10 წუთში, რაც მოვიდა გონს, მოახერა და ფეხით მივიდა ონის საავადმყოფოში, სადაც გააფორმეს როგორც ავტოსაგზაო შემთხვეის დროს დაზარალებული. ვერ მოვთხოვ კრიმინალურ ხელისუფლებას გამოძიების წარმართვას, მაგრამ უახლოეს დღეებში ყველამ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი საარჩევნო პასუხი ამ კრიმინალურ ხელისუფლებას" - განაცხადა ნიკა მელიამ.