"გარწმუნებთ, რომ ჩვენი დღევანდელი პოზიციებიდან გამომდინარე საერთაშორისო ასპარეზზე, არანაირი საფრთხე არ ექმნება ვიზალიბერალიზაციას" - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"ყველა საერთაშორისო პარტნიორის ობიექტური შეფასებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება. საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანათა ჩამონათვალში, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი, აღიარებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის მიერ. ამიტომ ნუ შევუშინდებით კონკრეტულ პიროვნულ კრიტიკებს, მსგავსი არაფერი ხდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ისე ახლოს არის დღეს ევროპასთან, როგორც არასდროს" - ამბობს მდინარაძე.