გიორგი გახარიას პარლამენტში მოსვლა არ უნდა, რადგან სხვა რამითაა დაკავებული - ეს სხვა რამეა ზუგდიდში საარჩევნო თემების მოგვარება ‘’ - სერგი კაპანაძე პარლამენტში შს მინისტრის მოსვლასთან დაკავშირებით
ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით : - ‘’ საპარლამენტო უმცირესობამ ევროპულმა საქართველომ დაიბარა გიორგი გახარია ფრაქციაზე. რათა მას პასუხი გაეცა მნიშვნელოვანი კითხვებისთვის, პირველ რიგში სარალიძესთან დაკავშირებით, მაგრამ გარდა ამისა ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც დღეს ამ ქვეყანაში არის. დაწყებული მათ შორის იმ ძალადობით რომელიც ახალქალაქში მოხდა ისევე, როგორც სხვა დარღვევებით მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით.
შესაბამისად დღეს ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ თითქოს პარლამენტში არ მოხდა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც არის უბრალოდ არასწორი, იმიტომ, რომ საპარლამენტო უმცირესობა ამ წუთშიც მზად არის, რომ ბატონ გახარიას უმასპინძლოს, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია პასუხი როდის მოვა ის. მიუხედავად იმისა რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა ბიუროს სხდომაზე, რომ ამ კვირაში მოვიდოდა, დამთავრდა კვირა და ეს არის ბოლო სამუშაო დღე კვირის და ჩვენ პასუხი გახარიასგან არა გვაქვს.
ახლა იმაზე საუბარი, რომ ისინი მაინც მზად არიან და ნებისმიერ დროს არჩევნებამდე თუ არჩევნების მერე მოვლენ ეს არის როგორც იტყვიან „გრამაფონში გასროლილი უბრალოდ ფრაზაა“ იმიტომ რომ არ მოდიან ფაქტია და გასაგებია, რომ მათ არ უნდათ პასუხი გასცენ ამ ლეგიტიმურ მწვავე კითხვებს იმიტომ რომ ახლა ბატონი გახარია დაკავებული არის სხვა რაღაცებით. დაკავებული არის ზუგდიდში საარჩევნო საქმიანობით რომელიც დიდი ალბათობით არის უკანონო. იმის გამო რომ ხელისუფლება ასეთ მდგომარეობაში არის ახლა ცდილობს, რომ ამ თავისი გავლენით მათ შორის კრიმინალებთან მუშაობით და სხვა გავლენა მოახდინოს მეორე ტურზე და ამის გამო არ მოდი ის და არ აპირებს რომ გასცეს პასუხი ძალიან ლეგიტიმურ და მწვავე კითხვებს.’’ - განაცხადა სერგი კაპანაძემ