სკანდალი! - ქეთა თოფურიას რეპერმა უღალატა! - გუფის შეყვარებული ფეხმძიმედ არის?! (ვიდეორგოლი)

16:20 11-22-2018
6180

რამდენიმე დღის წინ, რუსული არხის Пушка-ს წყაროს ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 39 წლის რეპერი გუფი, ქეთა თოფურიას ღალატობს.

32 წლის მომღერალი, რეპერმა, 18 წლის არასრულწლოვან გოგონაზე, სახელად იანაზე გაცვალა, რომელიც ეკატერინბურგის მკვიდრია. რუსულმა არხმა, გუფის და მისი ახალი შეყვარებულის ფოტოები და ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს.

როგორ შემიძლია გეკონტაქტო, როცა ჩემს წინააღმდეგ შანტაჟს აპირებ - გადაწყვიტე, რომ ჩემს შეყვარებულს მოუყვე, ჩვენი ურთიერთობის შესახებ? ამ მეთოდით აპირებ ჩემს დაბრუნებას? თუ შენ შანტაჟს აპირებ და გადაწყვიტე ჩემს გოგოს, ფოტოები გაუგზავნო, მიდი! ღმერთო ჩემო! - ამბობს რეპერი ვიდეორგოლში. 

მოგვიანებით, იანამ ინტერვიუში გუფის გაცნობის და ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:

გუფი მოსკოვში იმ დროს გავიცანი, როცა მან საკუთარი ავტომობილით, სახლში გაცილება შემომთავაზა, რაზეც მე უარი ვერ ვუთხარი. ამის შემდეგ, მან კონცერტი გამართა ეკატერინბურგში, სადაც დამპატიჟა და მთხოვა, მივსულიყავი. როცა შევხვდი, მან გამომიცხადა: ყველაფერი გავაცნობიერე და მივხვდი, რომ შენ მჭირდები. ქეთისთან ცხოვრება მობეზრდა, უკვე ხუთჯერ დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებდა, რომ არ დავეკარგე, მას ეს კარგად გამოსდის. მან ძალიან მაწყენინა, როცა მითხრა, რომ ეკატერინბურგიდან მირეკავენ და ყველა შენს შესახებ მეკითხებაო- ამბობს იანა. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ამ ამბის გამოქვეყნება, ჩემი უფლებების დასაცავად. 

იანასთან ინტერვიუს შემდეგ, ჟურნალისტები გუფს დაუკავშირდნენ, რომელმაც ამ ამბავთან დაკავშირებით, ბევრი იხალისა, იანას მოკითხვა შეუთვალა და განაცხადა, რომ ის 28 წლის არის და არა 18-ის. 

სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით ქეთა თოფურიამ განაცხადა, რომ ამ ისტორიის შესახებ მან არაფერი იცის და გუფთან დიდი ხანია აღარ აქვს ურთიერთობა.   

რამდენიმე დღის წინ კი, ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, იანას ფეხმძიმობის შესახებ:

მოულოდნელი და სკანდალური ინფორმაცია გუფის და იანა შევცოვის ისტორიაში. გოგონა აცხადებს, რომ ფეხმძიმედ არის, მაგრამ ნაყოფის შენარჩუნებას არ აპირებს.

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე