"ვაპირებთ, ფსიქოლოგებთან გავიაროთ ადვოკატებმა კონსულტაცია" - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადაეცა

17:06 11-22-2018
261

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის საქმე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადასცა. 

მხარეები ნაფიც მსაჯულებს 2018 წლის 3 დეკემბერს, გორის რაიონულ სასამართლოში შეარჩევენ. კობაურმა თავად მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

როგორც კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ პრაიმტაიმს განუცხადა, ნაფიცი მსაჯულების სწორად შერჩევაში ადვოკატებს ფსიქოლოგებთან კონსულტაციები დაეხმარება:

3 დეკემბერი შეგვირჩია მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა არჩევის დრო. ვაპირებთ, რომ ფსიქოლოგებთან გავიაროთ ადვოკატებმა კონსულტაცია, რომ შევძლოთ, სწორად შევარჩიოთ, ობიექტური ტიპის ნაფიცი მსაჯულები - განუცხადა პრაიმტაიმს კობაიძემ.

19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: