"არაფერი არ სჭირს ამ ბიჭს, მაგრამ უზნეობაა ნებისმიერის მხრიდან ნებისმიერი წამოძახება" - მამუკა გამყრელიძე გრიგოლ ვაშაძის ვაჟზე

17:33 11-22-2018
1223

გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური სუბიექტის, საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიას ერთ-ერთი დამფუძნებლი, მამუკა გამყრელიძე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს, სოციალურ ქსელში ვაშაძის შვილის, ნოდარ ვაშაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ის შშმ პირია, ეხმაურება.

მამუკა გამყრელიძის თქმით, ნოდარ ვაშაძის ვაჟს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. 

არაფერი არ სჭირს ამ ბიჭს, მაგრამ საზოგადოდ უზნეობაა ნებისმიერის მხრიდან ნებისმიერი წამოძახება და დამუნათება პირადი ცხოვრების გამო, ნებისმიერი მხარისთვის!,- წერს მამუკა გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა , გრიგოლ ვაშაძის შვილი ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია, რასაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში“ ერთ-ერთი წამყვანის აღშფოთება მოჰყვა, რომლის თქმითაც გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას და რომ წამყვანის მხრიდან ამ თემაზე საუბარი უხერხული იქნება.