ირინა შეიკი: - "ვარ დედა, რომელიც ყოველთვის ყველაფერს მკაცრად აკონტროლებს" (ფოტოკოლაჟი)

18:06 11-22-2018
644

ირინა შეიკს და ბრედლი კუპერს, ბოლო დროს, პაპარაცები, ქალიშვილთან, ლეისთან ერთად, ხშირად აფიქსირებენ.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალ People-თან ინტერვიუში, მოდელმა განაცხადა:

საკუთარი თავის მიმართ, ძალიან მკაცრი ვარ - ისეთი დედა ვარ, რომელიც ყოველთვის, ყველაფერს აკონტროლებს. ჩემი ქალიშვილის მიმართ, ზოგჯერ დანაშაულის გრძნობა მეუფლება. სავარაუდოდ, ყველა დედა ამას გრძნობს. დრო, ჩქარა მიქრის, ამიტომ საჭიროა, რომ ყველა წამი გამოვიყენოთ. როცა გადაღებები არ მაქვს, მინდა როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, ისე გავატარო თავისუფალი დრო. მინდა საკუთარ თავს ვეკუთვნოდე. არ მინდა, რომ ჩაცმის გამო გამაკრიტიკონ. თავს, კომფორტულად ვგრძნობ, როცა სპორტული ფორმა მაცვია. მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც დილიდან უამრავი საქმე მაქვს. არასოდეს არ ვკითხულობ, ჩემს მიმართ გავრცელებულ ინფორმაციებს. ეს ყველაფერი ხომ სასაცილოა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც იტყვის: ღმერთო ჩემო, ჩემზე საუბრობენ!. მე ასეთი არ ვარ. მე მყავს ოჯახი და მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს. კარგად ვიცი, სინამდვილეში როგორი ვარ. ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და არანაირი სურვილი არ მაქვს, ცხოვრების სტილი შევცვალო. - განაცხადა შეიკმა.

წყვილი, პაპარაცებმა, ლოს-ანჟელესში, საბავშვო მოედანზე დააფიქსირეს. დღეს კი, დასავენებელ პარკში, სანტა-მონიკაში. 

მოდელი, შავი ფერის სვიტერში, ყვავილებიან ქვედაბოლოში და Chanel-ის ბრენდის, წითელი ჩანთით, ბრწყინვალედ გამოიყურება!

იხ. ფოტოკოლაჟი:  

ავტორი: რუსა ღვანიძე