დღეს გიორგობაა

09:50 11-23-2018
59
თეგები: გიორგობა

დღეს გიორგობაა - მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თანამოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან ერთად წირვა-ლოცვას აღავლენს.

წირვა სამების საკათედრო ტაძარში 10:00-ზე, ხოლო ლოცვა 17:00 საათზე აღევლინება.

წირვაზე ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი და მადლის ქვა.

ამასთან, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 14 წლის წინ, სწორედ გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნა.

ავტორი: