გიორგობა - სამების საკათედრო ტაძარში წირვას საპრეზიდენტო კანდიდატები, პრემიერი, მთავრობის და ოპოზიციის წევრები ესწრებიან (ფოტოები)

12:39 11-23-2018
154
თეგები: გიორგობა

სამების საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს. 

ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და სამღვდელოებასთან ერთად 10:00-დან დაიწყო.

ღვთისმსახურებას საპრეზიდენტო კანდიდატები, პრემიერი, მთავრობის და ოპოზიციის წევრები ესწრებიან. 

ლიტურგიის შემდეგ, ლოცვა 17:00 საათზე აღევლინება.

წირვაზე ტაძარში გამობრძანებულია წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი და მადლის ქვა.

ცნობისთვის, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 14 წლის წინ, სწორედ გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნა.

 

ავტორი: