"ვინც უნდა გაიმარჯვოს, მან არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია" - ილია მეორემ, საპრეზიდენტო კანდიდატებს საჩუქრად ხატები გადასცა (ფოტოები)

13:29 11-23-2018
112

პატრიარქმა ილია მეორემ, საპრეზიდენტო კანდიდატებს სიტყვით მიმართა და საჩუქრად ხატები გადასცა. 

ბედნიერი ვარ, რომ დღეს, ჩვენთან, წმიდა სამების ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, საპრეზიდენტო კანდიდატები: სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც. მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, მან არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოთ გამარჯვებული. წმიდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. მოვამზადე წმიდა გიორგის ხატები თქვენთვის და მინდა გადმოგცეთ - იქადაგა პატრიარქმა, მიულოცა გიორგობა მრევლს და საპრეზიდენტო კანდიდატებს საჩუქრად ხატები გადასცა.

ავტორი: