პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგობის დღესასწაული მართლმადიდებელ მრევლს სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა:
მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. დიდმოწამე გიორგის განსაკუთრებული ადგილი და როლი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს მართლმადიდებლობაში. ჩემი აზრით, სწორედ მისი მოღვაწეობა არის ყველაზე კარგი ანალოგი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, სადაც ჩანს ბევრი ტკივილი, მაგრამ ამავე დროს, ჩანს ქართველი ერის სულიერი სიმტკიცე.
მინდა, ყველა ჩვენ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მივულოცო გიორგობა, ჩვენს ერს ვუსურვო გაერთიანება, ერთსულოვნება და წინსვლა ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ - განაცხადა ბახტაძემ.