დონალდ ტრამპის ქალიშვილის "მოდური მარცხი", რომელიც ცოტა ხნის წინ მეგან მარკლისაც შეემთხვა (ვიდეორგოლი)

14:52 11-23-2018
2787

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა, დები ტრამპების ფოტოები, სადაც ისინი, თვითმფრინავის ბორტისკენ მიიჩქარიან. ფოტოკოლაჟი, საზოგადოების მხრიდან, განხილვის თემა გახდა - პრეზიდენტის უმცროს ქალიშვილს, ტიფანის, ფეხსაცმლის ძირზე, ეტიკეტის მოხსნა დაავიწყდა.

სავარაუდოდ, დები მადლიერების დღის აღსანიშნავად, თეთრი სახლისკენ  მიიჩქაროდნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, მეგან მარკლიც, ამდაგვარი მარცხის, პრობლემის წინაშე დადგა. ავსტრალიის ტურის დროს, ტონგას აერორორტში, როცა ჰერცოგიანია თვითმფრინავიდან გადმოვიდა, კაბის ბოლოზე, ეტიკეტი ეკეთა -  როგორც ჩანს, სიჩქარის გამო, მასაც დაავიწყდა მოხსნა. რა თქმა უნდა, ფოტოგრაფებს, არ გამოპარვიათ, ეს მომენტი - საინტერესოა, რას უყურებდნენ ამ დროს, პრინცის მეუღლის წარმომადგენლები!

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე