როგორ აღნიშნეს კარდაშიანების ოჯახის წევრებმა "მადლიერების დღე"

15:47 11-23-2018
774

გუშინ, აშშ-ში ყველაზე საყვარელი დღესასწაული - მადლიერების დღე აღნიშნეს. სწორედ, ამ დღიდან იწყება ამერიკაში, სადღესასწაულო სეზონი, რომელიც იესოს შობას და ახალ წელს უკავშირდება.

კარდაშიან-ჯენერების ოჯახმა, მადლიერების დღის აღსანიშნავად, სადღესასწაულო საღამო გამართა - ველოსიპედებით გასეირნების შემდეგ, ოჯახური ვახშამი მოამზადეს და საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. 

დღესასწაულს, კარდაშიანების დიდი ოჯახის, თითქმის ყველა წევრი ესწრებოდა: კიმი და კანე - შვილებთან ერთად, კორტნი და სკოტი - ბავშვებთან ერთად, კაილი და ტრევისი - შტორმისთან ერთად, კრისი და კორნი, კენდალი და ოჯახის ახლო ნათესავები. 

ჰლოი კარდაშიანმა კი, როგორც ჩანს, საკუთარ ოჯახთან ერთად გადაწყვიტა, დღესასწაულის აღნიშვნა - კლივლედში, სადაც მისი სპორტსმენი მეუღლე ცხოვრობს, ტრისტან ტომპსონთან და პატარა შვილთან, ტრუსთან ერთად იმყოფებოდა. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე