მკვლელობა ბათუმში - მამაკაცმა 30 წლის ქალი მოკლა, მეორე კი - დაჭრა

10:25 11-24-2018
1162

გუშინ, გვიან ღამით ბათუმში, მკვლელობა მოხდა. უზბეკეთის მოქალაქე ქალის მკვლელობაში ბრალდებული კაცი ადგილზევე დააკავეს.

როგორც ადგილიდან "პრაიმტაიმის" ჟურნალისტი იუწყება, თურქეთის მოქალაქემ ორი ქალი დაჭრა. ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა მარჯვენა მუხლისა და​ გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა.

ასევე, დაჭრილია კიდევ ერთი ქალი, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება და გაწერეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ქალებს თავს მოულოდნელად დაესხა და ჭრილობები დანით მიაყენა. სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ.

როგორც კლინიკაში განაცხადეს 30 წლის ქალი მათთან შეყვანისას ფაქტობრივად გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ გარდაცვლილი, დაჭრილი და დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ავტორი: