11 დაღუპული და 20 დაშავებული- "ლეოგრანდის" ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა (ფოტოები)

15:39 11-24-2018
175

ზუსტად ერთი წლის წინ ბათუმში სასტუმრო ლეოგრანდში (ახლანდელი ველმონდი)  11 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულები ახლობლებმა დღეს გაიხსენეს და სასტუმრო „ველმონდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანთლები დაანთეს.

სასტუმროსთან დილიდან იკრიბებოდნენ ადამიანები და იხსენებდნენ იმ ტრაგედიას, რომელიც ხანძრის შედეგად დატრიალდა.

გარდაცვლილების ახლობლები და მეგობრები აქ გვიან ღამით მოვიდნენ. ადგილზე სასულიერო პირები და სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ გარდაცვლილების პატივსაცემად სანთლები დაანთეს.დღესვე დაგეგმილია სამოქალაქო პანაშვიდი.

სასტუმრო ლეოგრანდს სახელი შეეცვალა და ,,ველმონდის სახელით განაგრძო ფუნქციონირება. თუმცა აგვისტოს თვეში მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ფუნქციონირება შეუჩერდა. ტრაგედიის შემდეგ შენიშვნები და რეკომენდაციები ჰქონდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, უწყება სახანძრო წესების დარღვევაზე საუბრობდა, სწორედ აღნიშნული შენიშვნებისა და რეკომენდაციების არ შესრულება გახდა ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზი.

ამ ეტაპზე კი აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სასტუმროს ხუთ სართულზე ტურისტების უსაფრთხოება დაცულია და სასტუმრო ველმონდი უსაფრთხოების კუთხით კონტროლდება.

წელს მოხდა რამოდენიმეჯერ სასტუმროს შემოწმება, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სისტემატიურტრად და ეტაპობრივად ხდება შემოწმება- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსი, ირაკლი თოიძე.

საქმეზე დაკავებულია 2 პირი, საქართველოს და თურქეთის მოქალაქე.

ბრალდების მხარე მათ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება, დაცვის მხარე არ ეთანხმება ბრალდებებს და მიაჩნია, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვაა სხვა პირებს ევალებოდა. საქმის არსებითად განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 თვეა მიმდინარეობს, გადაწყვეტილება სასამართლოს ამ დრომდე არ გამოუტანია, ამ ეტაპზე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებების იკვლევს.

,,საქმეში არსებობს მტკიცებულება, ეს არის ორი დოკუმენტი, მათ შორის ერთი ხელშეკრულება და მეორე წესდება, რომლის თანახმადაც თითქოსდა სახანძრო უსაფრთხოების ნორმების ევალებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა ჩვენ ამ დოკუმენტზე პრეტენზიები გაგვაჩნდა და ახლაც გაგვაჩნია, განსაკუთრებით წესდებაზე, ვაფიქსირებთ რომ გამოკვლეულია ეს მტკიცებულება და მისი ხელმოწერა არ არის ამასთან დაკავშირებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ცოდნაც კი არ გააჩნდა ამ თანამდებობის შესაბამისი. მას არ გააჩნია ამ მიმართულებით განათლება და ვთვლი, რომ მას არ ევალებოდა ამ წესების დაცვა, - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი პაატა ბოლქვაძე.