"ბოდიშს ვიხდი იმ ვითარების გამო, რომელშიც სამი თვეა გვიწევს ცხოვრება"- ხაინდრავა რუსთაველებს მიმართავს

18:33 11-24-2018
175

"ყველასთან მოვიხდი ბოდიშს იმ ამაზრზენ ვითარებაზე, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება სამი თვეა",-ამის შესახებ ხაინდრავამ რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დარბაზი არის სავსე ქალბატონებით, რომლებიც სხედან და კაცებით, რომლებიც დგანან - ეს არის საქართველო და ეს არის საქართველოს ღირსება. განსაკუთრებით ყველასთან მოვიხდი ბოდიშს იმ ამაზრზენ ვითარებაზე, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება სამი თვეა. იმ ამაზრზენ ყოფაზე, როდესაც ჩვენს დედას, ჩვენს დას, ჩვენს მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებენ უოველდღიურად, ყოველწუთიერად როდესაც, ლანძღავენ, წილსწამებენ.

საბჭოთა კავშირში დაბადებული კაცი ვარ, გადასახლებაში დაბადებული კაცი ვარ, მამაჩემი იქ პატიმრობაში იყო და ის უბედურება 70-ანი წლებიდან მახსოვს. მე მსგავსი არაფერი მინახია, რისიც მომსწრენი ჩვენ ვართ.

არც ის მინახია, რასაც ეს შხამკომბინატი აკეთებს, რასაც რატომღაც რუსთავი2 ჰქვია და რუსთავთან მას არანაირი კავშირი არ აქვს, იმიტომ, რომ რუსთავი თქვენ ხართ, პირველი რუსთავი, მაგარი რუსთავი, რუსთაველის რუსთავი თქვენ ხართ. ისინი ჯოჯოხეთის მოციქულები არიან“,-განაცხადა რეჟისორმა.