"ევროპულ საქართველო" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლება გეგმავს სოფელ ვეჯინში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სახლში მოლოტოვის კოქტეილის შეგდება მათ დააბრალოს.
"ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს სოფელ ვეჯინში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სახლში მოლოტოვის კოქტეილის შეგდება ოპოზიციიას და კერძოდ, "ევროპულ საქართველოს" დააბრალოს.
ეს მორიგი გაგრძელებაა იმ სამარცხვინო კამპანიის, რასაც ხელისუფლება მთლიანად ოპოზიციის და "ევროპული საქართველოს" წინააღმდეგ ეწევა.
ხელისუფლება მომხდარ დანაშაულებებში მოძალადეებისთვის ხელის დაფარების და პოლიტიკურად მათი მხარდაჭერის გადაფარვას მორიგი პროპაგანდით ცდილობს. ამის ნაწილია ოპოზიციის წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალის ისევ ოპოზიციისთვის დაბრალება.
ამაზე საზოგადოების პასუხი არჩევნებზე მისვლა და ჯერ საპრეზიდენტო და შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების მშვიდობიანად დამარცხება უნდა იყოს", - აღნიშნულია განცხადებაში.