საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ვაჟთან, თომა მარგველაშვილთან ერთად, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ფოტოგამოფენას დაესწრო. ფოტოები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას მეორე საერთო შვილი 2018 წლის 15 იანვარს დაიბადა.
მაკა ჩიჩუამ და გიორგი მარგველაშვილმა 2014 წლის 10 სექტემბერს იქორწინეს. მათ წინა ქორწინებებიდან ჰყავთ შვილები - ანა მარგველაშვილი და მარიამ ჩიჩუა. 2015 წლის 2 თებერვალს კი თემო მარგველაშვილი შეეძინათ.