უკრაინაში ხვალიდან საომარი მდომარეობა გამოცხადდება

09:45 11-27-2018
48
თეგები: უკრაინა

უკრაინის რადამ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ 30 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადების წინადადებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დანიშნულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

საომარი მდგომარეობა ძალაში 28 ნოემბრიდან შევა და ქვეყნის იმ რეგიონებზე გავრცელდება, სადაც რუსეთის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა ყველაზე მაღალია.

დეპუტატები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღზეც შეთანხმდნენ - ის 31 მარტს გაიმართება.