საჯარო ბაღები არჩევნებთან დაკავშირებით ორი დღით დაიხურება

13:33 11-27-2018
109

თბილისის საჯარო ბაღები არჩევნების მეორე ტურის გამო, ორი დღით დაიხურება. სწავლის პროცესი 30 ნოემბერს განახლდება - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

"180 ბაღია, აქედან 170-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული. არჩევნების დღესთან დაკავშირებით, 28-ში არცერთი ბაღი არ იმუშავებს. ხოლო 29-ში, იმ ბაღებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, სანიტარული დღე გამოცხადდება, ჩატარდება დეზინფექცია, დალაგდება ბაღები და მეორე დღეს სტანდარტულ პირობებში მივიღებთ აღსაზრდელებს" - აცხადებენ სააგენტოში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ერთმანეთს "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

ავტორი: