დედამ, 8 წლის ბავშვი ყინვაში, სრულიად შიშველი გააგდო

14:19 11-27-2018
1442

პეტერბურგში, კრონშტადტის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა, კორპუსის ეზოში, სრულიად შიშველი ბავშვი შენიშნეს და სასწრაფოდ პოლიციას შეატყობინეს. თანამშრომლებმა, დედასთან მოლაპარაკება, დილამდე ვერ მოახერხეს. 

deti.mail.ru-ს ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მაცხოვრებლებმა, ქალაქის ცენტრში, 8 წლის ბიჭი შენიშნეს, რომელიც ფეხშიშველი იდგა ქუჩაში და ტიროდა. ბიჭმა, ქუჩის მაცხოვრებლებს განუცხადა, რომ სახლიდან დედამ, ტრუსის ამარა გამოაგდო. შეგახსენებთ, რომ პეტერბურგში, იმ დღეს, ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცა.  

პოლიციამ, ბავშვი სახლში დააბრუნა, სადაც დახვდათ დედა, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მასთან ერთად 5 წლის ბიჭი. მათ, სამსახურიდან სასწრაფოდ გამოიძახეს მამა, ხოლო ქალბატონი, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 8 წლის ბიჭი კი, ოჯახის და ბავშვთა სოციალური დახმარების ცენტრში მოათავსეს.

გამოძიების თანახმად, შსს-მ დაადგინა, რომ ქალბატონის საზოგადოებათან კონტაქტი, ამ ეტაპზე საშიშროებას წარმოადგენს.    

ავტორი: რუსა ღვანიძე