რა მიზეზით აეკრძალათ ბავშვებს, "ჯადოსნური" სანტა-კლაუსისთვის, ნაძვის ხეებზე წერილების ჩამოკიდება

16:06 11-27-2018
197

ევროკავშირის, კონფედენციალურობის შესახებ, ახალი კანონის თანახმად, გერმანიის ქალაქ როტის(ბავარია)მთავრობამ, ბავშვებს, ქალაქის ნაძვის ხეებზე, წერილების დაკიდება აუკრძალა. 

პრობლემა, იმ მიზეზის გამო შეიქმნა, რომ ბავშვები, არა მარტო სურვილებს, არამედ სახელს და გვარს, ასაკს და მისამართს წერენ, რადგან სანტას ზუსტად სცოდნოდა, ვისთან და რა მისამართზე გაეგზავნა საჩუქრები. 

კანონის თანახმად, თუ სურვილი აქვს მშობელს, რომ ჯადოსნურმა სანტამ იცოდეს მისი შვილის მონაცემები, წერილობით უნდა მიმართოს მთავრობას და დაადასტუროს, რომ პრობლემა არა აქვს, მისი შვილის მონაცემებზე, წვდომა ჰქონდეს, მესამე პირს. 

Daily Mail-ის ინფორმაციით, საზოგადოების მხრიდან, ამ ეტაპე მიმდინარეობს, იმ სახის დოკუმენტის ნიმუშის შედგენაზე მუშაობა, რომელიც მშობლებს პრობლემას არ შეუქმნიან და მათი შვილები, ისევ შეძლებენ, ყოველწლიური ტრადიციის გაგრძელებას.  

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქ. როტას ხელისუფლების ინტერპრეტაცია, კანონის თანახმად, არასწორია.   

ავტორი: რუსა ღვანიძე