მსახიობი გურანდა გაბუნია კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში წევს

16:40 11-27-2018
4486

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, გურანდა გაბუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით მსახიობი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოათავსეს. მას კუჭი აწუხებდა და ოპერაცია გაუკეთეს.

მოგვიანებით კი მსახიობმა ფეხიც მოიტეხა. როგორც გაირკვა, გაბუნია ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია.