თორნიკე გოგრიჭიანის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან ფილმს, საფრანგეთში გრან პრი გადაეცა

17:25 11-27-2018
300

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობის, თორნიკე გოგრიჭიანის, სადებიუტო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “ანდრო”, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთში, Troyes Festival du Court Métrage-ს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო, გრან პრი მიიღო. მსახიობს, ჯილდო საუკეთესო რეჟისორის რანგში გადაეცა.

ფილმის სიუჟეტი, პოსტსაბჭოთა საქართველოში მცხოვრები, უმუშევარი არქიტექტორის, ანდროს შესახებ გვიყვება, რომელიც ცდილობს, ოჯახს ფინანსურად დაეხმაროს. გაავსებს მანქანას, ოჯახიდან გადაყრილი გამოუსადეგარი ნივთებით და გაემგზავრება, თურქეთისკენ სავაჭროდ, თან მცირეწლოვანი შვილიც ახლავს. მამა-შვილი საზღვრიდან  თურქ თანერთან ერთად იმგზავრებენ, რაც მათთვის, საბედისწერო შეხედრა აღმოჩნდება.   

ფილმისთვის, ეს მეორე გამარჯვებაა - პირველი ჯილდო ფილმმა “ანდრო, 2015 წელს თეირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე დაიმსახურა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე