ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, საკუთარი ხმა პირველმა ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა. მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის განცხადებით, მან ხმა ქვეყნის გაერთიანებას და აღმშენებლობას მისცა.
ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე სულ 920 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 25 გადასატან ყუთის სიაშია ხოლო ხუთი სპეციალურ სიაშია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.
მას შემდეგ, რაც კენჭისყრის პროცესი დასრულდება, ხმების დათვლის პროცედურები დაიწყება. 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი. იმ შემთხვევაში თუ გაგიჩნდებათ რაიმე სახის კითხვა, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 2 51 00 51. ასევე, იმუშავებს ონლაინ ჩათიც.
ავტორი: ზურა შავაძე