კარგად ვნახეთ, ვინ როგორ პატივს სცემს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს და მათ ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა ელისაბედ რულოვსმა განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. ჩვენ კარგად ვნახეთ, ვინ როგორ პატივს სცემს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს და მათ ღირებულებებს. მე ვთვლი, რომ დღევანდელი არჩევანი მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ძალიან ადვილი. მე ხმა მივეცი პროევროპულ, მრავალპარტიულ და ღირებულებებზე დაფუძნებულ კანდიდატს“, - განაცხადა სანდრა ელისაბედ რულოვსმა.