საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მეუღლემ, პრიმა-ბალერინა ნინი ანანიაშვილმა. ნინო ანანიაშვილის თქმით, მან არჩევანი შვილების მომავლისა და პენსიონერების კეთილდღეობის სასარგებლოდ გააკეთა.
„მინდა ყველას ვთხოვო, არ დაიზაროთ, მიდით და შეასრულეთ თქვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა. მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს და ჩვენი პენსიონერების კეთილდღეობას. იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“- გაანცხადა ნინო ანანიაშვილმა.
ნინო ანანიაშვილმა არჩევნებში მონაწილეობა თბილისში მიიღო, მისი მეუღლე გრიგოლ ვაშაძე კი ხმას ქუთაისში აძლევს.