გიორგი ვაშაძე - გურჯაანში ადამიანებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ

09:55 11-28-2018
68

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მტკიცებით, გურჯაანის რაიონში ადამიანებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ. ვაშაძემ პრესკონეფერნციაზე ხელისუფლებას კანონის დაცვისკენ მოუწოდა. 

„გურჯაანის რაიონში ადამიანებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის შემდეგ. ესაა პირდაპირი კანონდარღვევა და ამას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, რომ კანონი არსებობს და კანონი დაიცავით, შეეშვით ამ ძალადობას", - განაცხადა ვაშაძემ.

 

ნიკოლოზ ესიტაშვილი