„ამ პიჟამოთი ტრამპ ტაუერში ვეახლო დონალდს თუ ჩვენს საძინებელში მოვიწვიო?“ - თამარ ივერის ანეკდოტი არჩევნების თემაზე

10:53 11-28-2018
661

თამარ ივერი სოციალური ქსელის მეგობრებს არჩევნების თემაზე ანეკდოტით ახალისებს.

„ამდენი დაძაბულობის ფონზე ეს ანეკდოტი გაგახალისებთ. არჩევნების წინა ღამეა ამერიკაში. ჰილარი ეფერება და ყურში ჩასჩურჩულებს ბილს, - დარლინგ, გაემზადე! ხვალიდან შენ ამერიკის პრეზიდენტთან ერთად გაიყოფ სარეცელს ჩემო საყვარელო.

გათენდა არჩევნების დღე,მოულოდნელად გაიმარჯვა ტრამპმა, დაღამდა...იხდის ბილი და ეუბნება ცოლს, - ჰანი,ჰა,რა ვქნა ახლა? ამ პიჟამოთი ტრამპ ტაუერში ვეახლო დონალდს თუ ჩვენს საძინებელში მოვიწვიო?“- წერს თამარი.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი