„კერძო კომპანიები,რომლებიც რეგიონებში მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ - განაცხადა „ქართული-ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა
"ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და არ შეესაბამება ეს სიმართლეს. რამდენადაც მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია, კერძო კომპანიები,რომლებიც ამ გადაყვანას უზრუნველყოფენ, ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას . ასე რომ , მორიგი არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის "- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.