პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, დღეს, ექსცესების მცდელობა იქნება, მისგან, ვისი ხელწერაც ეს არის.
„მცდელობები იქნება, რა თქმა უნდა, ექსცესების. მისგან, ვისი ხელწერაც არის ეს და ვინც დააფუძნა მსგავსი ექსცესები. კარგად იცით თქვენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.