კახა კალაძე - ,,ხმა მივეცი ბოროტების წინააღმდეგ''

12:39 11-28-2018
80

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. დედაქალაქის მერმა ხმა საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა. მერის თქმით, მან არჩევანი ბოროტების წინააღმდეგ გააკეთა.

თბილისის მერის განცხადებით ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ახლა საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდის შენარჩუნებაა. მისი თქმით მიუღებელია მოსახლეობის დაყოფა რაიმე კატეგორიებად, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა.

„მე ხმა მივეცი ბოროტების წინააღმდეგ, ძალადობის წინააღმდეგ, ჩვენ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა ადამიანების, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, როგორც ამას მოუწოდებდნენ კონკრეტული პიროვნებები, პირიქით უნდა გავაერთიანოთ საქართველო,“ - განაცხადა კალაძემ.