გილოცავთ შობის მარხვის დაწყებას! - "ახალშობილ მაცხოვარს, მწყემსებმა ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური"

12:48 11-28-2018
171
თეგები: შობამარხვა

მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის დღეიდან შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება.  ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. შემდეგ თევზით ხსნილია მხოლოდ 31 დეკემბრის საღამოს და პირველ იანვარს. მორწმუნეებისთვის შემდგომ 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.

 “წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა, იქ მყოფ მწყემსებს, უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად, მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ, უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური.”

ეკლესიის ისტორიის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ შობის მარხვის ხანგრძლივობა, თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა. მაგალითად, ტურის მეორე საეკლესიო კრების კანონი გვაუწყებს, რომ ბერებმა „დეკემბრიდან ქრისტეშობამდე უნდა იმარხულონ“; მატისონის 582 წლის კრების მიხედივით, ეს მარხვა იწყებოდა წმინდა მარტინის ხსენების დღეს (25 ნოემბერს ახ. სტილით) და გრძელდებოდა ქრისტეშობამდე. აქვე მითითებულია, რომ სამარხვო დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იყო. გალიის ერთ-ერთი კრების ჩანაწერთა თანახმად, ქრისტეშობამდე მორწმუნენი ერთი კვირა მარხულობდნენ. ამასვე მოწმობს ანასტასი სინელიც:

„ზოგიერთგან, აღმოსავლეთში, ამ მარხვის ხანგრძლივობა შემცირებული იყო ერთ, ზოგჯერ - ორ კვირამდე ან თორმეტ დღემდე“. თვით ანასტასის ამ მარხვის კანონიერ დასაწყისად ფილიპე მოციქულის ხსენების დღე მიაჩნია. პატრიარქ ბალსამონისა და მის თანამედროვეთა განმარტებით, „ის, ვინც არ მარხულობს შვიდ დღეს მაინც, საერონი თუ კლიროსნი, მართალთაგან უნდა განეყენნენ, ხოლო ბერებმა, რომელთაც კანონი ავალებთ, უნდა იმარხულონ 27 ნოემბრიდან (ახ. სტ. - ლ.მ.) და შეასრულონ ტიპიკონის მოთხოვნა“.

შეგახსენებთ, რომ შობის მარხვა სხვა მარხვებთან შედარებით, მსუბუქია. 25 დეკემბრამდე შეგიძლია, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზის მიღება ასევე 1-2 იანვარს. ზუსტად 40 დღეში. მოგილოცავთ ამ ბრწყივალე დღესასწაულის გვირგვინს, შობას ! ღმერთს ებარებოდეთ ...

გილოცავთ შობის მარხვის დაწყებას! შეგეწიოთ უფალი!

ავტორი: რუსა ღვანიძე