18 კილომეტრი ფეხით გამოვიარე, და ხმა მივეცი ღირსეულ კანდიდატს - ქართველი ემიგრანტი ათენიდან

15:46 11-28-2018
167

ათენში, 35-ე და 36-ე საარჩევნო უბანში ქართველი ემიგრანტები საპრეზიდენტო არჩევნებში იღებენ მონაწილეობას.

როგორც ,,პრაიმტაიმის'' პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა ემიგრანტმა აღნიშნა, მან ფეხით 18 კილომეტრი გაიარა რათა მისულიყო საარჩევნო უბანზე და ხმა ღირსეული კანდიდატისთვის მიეცა. 

,,მიუხედავად დღევანდელი სატრანსპორტო გაფიცვისა, საბერძნეთში. დაახლოებით 18 კილომეტრი ფეხით გამოვიარე. საარჩევნო უბანზე მოვედი სადღაც პირველ საათზე და ხმა მივეცი ღირსეულ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. მშვიდობა მინდა. არ მინდა მეშინოდეს,რომ ჩემს შვილებს ვინმე დაჩეხავს საქართველოში'',- აცხადებს ემიგრანტი ათენიდან